Phone

+995 595 700 525

Email

Strategic Communications Training Center

ვინ ვართ ჩვენ

{title}

დღევანდელი საინფორმაციო გარემო, რომელიც 24/7 კომუნიკაციის ციკლისგან შედგება, კომუნიკაციის პროცესის მონაწილე მხარეთა იდეების, სურვილების, საჭიროებებისა და მოთხვნებისა დაკმაყოფილებას, რეალიზებასა თუ პოპულარიზაციას სულ უფრო ართულებს. ინდივიდები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები თავიანთი მიზნების რეალიზების პროცესში მუდმივად იმყოფებიან კომუნიკაციის ბრძოლის ველზე, სადაც მთავარი ამოცანა ერთმანეთის, პარტნიორებისა თუ კონკურენტების დარწმუნება და მათ ქცევის წესზე ზეგავლენაა. ამ გზაზე გამარჯვება მხოლოდ სტრატეგიული კომუნიკაციის ცოდნასა და მის ეფექტიან განხორციელებაზე გადის. ჩვენი ცენტრი, რომელიც კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულებების პროფესიონალებისგან შეიქმნა მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულს საშუალება მისცეს გაიძლიეროს ცოდნა და უნარ-ჩვევები ისეთ ახალ საინფორმაციო დისციპლინაში, როგორიცაა „სტრატეგიული კომუნიკაციები“ (Strategic Communications). ცენტრის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგ-კურსისა თუ პროექტის წარმატების გარანტია: ტრენერებისა და მოწვეული სტუმრების პროფესიონალიზმი, მდიდარი პროფესიული გამოცდილება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული განათლება, კოუნიკაციის უნარ-ჩვევები და სწავლების ტექნიკაა. ყველა კურსზე გათვალისწინებულია შესაბამისი კრიზისის კომუნიკაციის სიმულაციები, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკაში განახორციელონ შეძენელი ცოდნა და შეაფასონ თავიანთი გაძლიერებული შესაძლებლობები. ტრენერები სიმულაციის პროცესში, დასწავლის კიდევ უფრო ეფექტურობისთვის. მსმენელებს, თავსატეხებით („Injects“) მუდმივად მოამარაგენ. მაგალითისთვის, კრიზისის კომუნიკაცია - პოლიტიკური კამპანიის, საწარმოო კრიზისის, ბუნებრივი კატასტროფისა და სხვა სიტუაციებში.

ჩვენი ხედვა:

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორში, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის გადაცემა.

კურსები:

შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციაში - ინფორმირებიდან დარწმუნებამდე

სამიზნე აუდიტორიის ანალიზი და დამარწმუნებელი არგუმენტაციის ტექნიკა

სოციალური მედია და სტრატეგიული კომუნიკაცია

საინფორმაციო ომი და ფსიქოლოგიური ოპერაციები - ომი გულისა და გონების მოსაგებად

საზოგადოებასთან ურთიერთობა

პოლიტიკური კომუნიკაცია - პოლიტიკური ბრენდინგი

ჩვენი ტრენერები:

შორენა ანჯაფარიძე

შორენა ანჯაფარიძე - ფილოლოგიის დოქტორი, იუსტიციის სამინისტროს პრესის...

დავით ძიძიშვილი

დავით ძიძიშვილი - მედიის კვლევის დოქტორანტი, საზოგადოებრივი...

გიორგი მოლოდინი

გიორგი მოლოდინი პოლიტოლოგიის სპეციალისტი, მედია-მენეჯმენტისა და...

მარი კევლიშვილი

მარი კევლიშვილი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ციფრული...

ერეკლე შუბითიძე

ერეკლე შუბითიძე პოლიტოლოგიის, რუსეთის და ცენტრალური ევრაზიის,...

მაკა კევლიშვილი

მაკა კევლიშვილი მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოციოლოგიის...

საკონტაქტო ინფორმაცია

Email: info@strat.com.ge

TEL: +995 595 700 525

https://www.interserver-coupons.com